კინოთეატრ ამირანთან ვითარება დაიძაბა

აქციის მონაწილეები კინოტეატრ „ამირანში“ შეღწევას ცდილობენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიას მოარიდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე პიროტექნიკა გამოიყენეს.
პოლიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს.
რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები მოთხოვნას არ ემორჩილებიან და პერიოდულად მაშხალებს ისვრიან.

ქართულ-შვედური ფილმის პრემიერის ჩაშლის მიზნით კინოთეატრთან აქციას მართავს „ქართული მარში“ სანდრო ბრეგაძის მეთაურობით, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად არის მისული.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება რამდენიმე წუთში დაიწყება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter