პოლიციაა მობილიზებული კინოთეატრებთან, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს

კინოთეატრებთან, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.
კინოთეატრ „ამირანთან“ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს კინოთეატრის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.
პოლიციას კინოთეატრთან გადაკეტილი აქვთ შესასვლელი კარი და სპეციალური კორდონია მომზადებული.
ტერიტორიაზე იკრიბებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.
გალერეა თბილისში“ უსაფრთხოების მიზნით, ლიფტები გათიშეს. კინოთეატრ „კავეასთან“ მხოლოდ ესკალატორები მუშაობს, რომელთანაც ე.წ. დეტექტორებია დამონტაჟებული და პოლიცია კინოთეატრში შემსვლელებს შეამოწმებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციის ძალები მობილიზებულია არა მარტო „კავეას“ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში.
„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, რომ ჩაიშალოს ფილმის ჩვენება და მოხდეს საზოგადოების ორი მხარის დაპირისპირება. შესაბამისად, არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია პოლიციის ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. მობილიზებულია ადეკვატური ძალები. პოლიციელი იმდენია, რამდენიც საჭიროა. გავაკონტროლებთ შეძლებისდაგვარად და დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. თუ საჭირო იქნება, გაკეთდება კორდონები, რომ არ მოხდეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter