ავსტრალია „უპრეცენდენტო ხანძარს“ ებრძვის

ხანძარი ავსტრალიაში – სამხრეთ უელსის შტატში ცეცხლის 99 კერას ებრძვიან. მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე მაგისტრალი გადაკეტეს. ცეცხლის გავრცელების საფრთხის გამო ევაკუირებულია მოსახლეობა.
ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 5 საათისთვის, შტატის მასშტაბით ცეცხლის 63 კერა ფიქსირდებოდა.
მაშველებმა ბუნებრივი ნაკრძალიდან კოალების გამოყვანაც დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ, ხანძარს ავსტრალიაში 350 კოალა შეეწირა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter