მამუკა ხაზარაძე – როგორც იქნა გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე მხარეებმა მედიასთან განცხადებები გააკეთეს.
„თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17-პროცენტიანი სარგებლით, ოფიციალურად საბანკო არხით მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა არის ფულის გათეთრება. საბოლოო ჯამში, ასე ჩამოყალიბდა ჩვენი წინა ბრალდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი სესხი, გადაუხურდავებია ან დაუკონვერტირებია სხვა ვალუტაში, რადგან შიდა გადარიცხვა ლარით უნდა მოხდეს და უცხოეთში, იმ ვალუტაში, რომელშიც ის არის გადასარიცხი. შესაბამისად, ყველა ადამიანი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, უნდა იყოს ჩვენთან ერთად. ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
ახლა მინდა პირდაპირ თვალებში ვუყურებ და ვუთხრა. ვერ შეგვაშინებ, ვერც შეგვაჩერებ. ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომლითაც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და გვპირდებით, რომ ამ რელოაბს შევცვლით, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ შვებულებაში“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter