რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ სირიის პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ვცდილობთ. არ გვჭირდება სხვისი ტერიტორიები, ყველა ნაბიჯს ძალიან ფრთხილად და წინდახედულად ვდგამთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ოპერაცია „მშვიდობის წყაროსთან“ დაკავშირებულ ყველა თემაზე ისაუბრეს.
„დღეს პრეზიდენტ პუტინთან ერთად საუბრის დროს ოპერაცია „მშვიდობის წყაროსთან“ დაკავშირებულ ყველა თემას შევეხეთ. შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ აღნიშნული ოპერაციის მთავარი მიზანი ქურთი ტერორისტების ლიკვიდაცია და სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყარო” 9 ოქტომბერს დაიწყო.
ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს ქურთული ფორმირებების, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა განადგურება და საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნა წარმოადგენს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter