პოლიტკინკლაობის ახალი რაუნდი

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გუშინდელ რეპლიკასთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატ, რატი იონათამაშვილის მისამართით გამოთქვა, განმარტებას აკეთებს.
“იყო დრო ერთი ტელევიზია ხელოვნურად ქმნიდა ჩემს წინააღმდეგ ნეგატივს და მოგონილ ამბებს ტირაჟირებდა. დღეს ეს ,,ფუნქცია” სხვა ტელევიზიამ იტვირთა და რა სამწუხაროა ჩემთვის, რომ ეს ტელევიზია ,,იმედი” აღმოჩნდა. არადა ვინ იცის რამდენი მიბრძოლია ,,იმედის” თავისუფლებისთვის.
ჩემს ყოფილ ,,თანაგუნდელებს” კი, რომლებიც ურცხვად ინტერპრეტირებენ ჩემს გამონათქვამებს, შევახსენებ, რომ უბრალოდ უხერხულია ჩემი მხრიდან ვინმეს დისკრიმინაციაზე საუბარი. კილაძე-მათიკაშვილებს ( ისევ ეს ახალი კომკავშირლები) თუ არ ახსოვთ, თავად რატის იონათამაშვილს მაინც უნდა ახსოვდეს გაეროს შშმპ კონვენცია, რომელიც თაროზე იყო შემოდებული და გიორგი ახმეტელმა მთხოვა ყურადღება მიმექცია რატიფიცირების პროცესი რომ დაძრულიყო და ბოლომდე მიმეყვანა.
2013 წელი იყო და მალევე დავიწყე და დავასრულე ამ კონვენციის რატიფიცირების საკითხი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში .
მეტს ამ თემაზე არაფერს ვიტყვი.
მხოლოდ ერთს დავამატებ – პოლიტიკოსისთვის პირადი ტრაგედიაა, როცა მისი მორალი პარტიულ მესიჯბოქსზეა დამოკიდებული”, – წერს ბესელია “ფეისბუქის” გვერდზე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter