გიორგი გახარია-მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას

მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის. ეს წარმოადგენს საქართველოსთან დაკავშირებულ პირველ დამოუკიდებელ კანონს, რომლის წყალობითაც ჩვენი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადადის, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაში, რომელიც მთავრობის მეთაურის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მხარდაჭერის აქტი მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვის, ეკონომიკური და კიბერუსაფრთხოების სფეროებში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას.
შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობა ხელს შეუწყობს მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებას საქართველოში”, – წერს გახარია

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter