დონალდ ტრამპმა დემოკრატების მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა, ლინჩის წესით დასჯას შეადარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატების მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა, ლინჩის წესით დასჯას შეადარა.
„ერთ დღესაც, თუ დემოკრატი გახდება პრეზიდენტი და თუ რესპუბლიკელები, თუნდაც სულ მცირე უპირატესობით გაიმარჯვებენ, მათ შეუძლიათ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადონ, სრულიად უსამართლოდ და კანონიერი უფლების გარეშე. ყველა რესპუბლიკელმა დაიმახსოვროს რაც აქ ხდება-ეს ლინჩის წესით გასამართლებაა, თუმცა ჩვენ გავიმარჯვებთ!“-წერს ტრამი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter