თურქეთის პრეზიდენტი სირიის საკითხზე რუსეთში ჩავიდა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სოჭში შეხვედრას მართავენ.
მხარეები შეხედრაზე სირიის საკითხზე მსჯელობენ. საუბრის მთავარი თემა ამერიკა-თურქეთს შორის მიღწეული 5-დღიანი შეთანხმება და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ქურთული ჯარების გასვლაა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, საუბარი იქნება „შინაარსობრივი, რთული და ხანგრძლივი“, სადაც ლიდერებს უამრავი საკითხის განხილვა მოუწევთ.
შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთ-სირიის საზღვარზე შექმნილ ვითარებას „მწვავე“ უწოდა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ის დონე, რომელიც ბოლო დროს იქნა მიღწეული, ყველა საკითხის დარეგულირებაში თავის როლს შეასრულებს და ყველა რთულ კითხვაზე პასუხების მოძებნაში შეუწყობს ხელს, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ინტერესებს“,- აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter