ნათია თურნავა-„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ამ პროექტს უკვე დავძრავთ,“ – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თემის კომენტირებისას განაცხდა.

როგორც თურნავა აღნიშნავს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს საქართველოს გარდა „მთელი დერეფანი“ ელოდება.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორ გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ გავხადოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტური, შეუძლებელია ამის მიღწევა ანაკლიის ღრმაწყოლოვანი პორტის აშენებისა და განვითარების გარეშე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ყველა დისკუსიისთვის. თვითონ პროექტი არ არის მარტივი. ასეთი ტიპის პროექტები მომზადებისთვის ძალიან ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. მთელი დერეფანი ელოდება ამ პროექტს, არამხოლოდ საქართველო. ჩვენ ველოდებით რომ ინვესტორი კომპანია დაკონცენტრირდება ვალდებულებების შესრულებაზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს“, – აღნიშნა მან.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter