აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სირიიდან ყველა ჯარისკაცის არ გაიყვანს

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება. მისივე თქმით, ამერიკელი სამხედროების მცირე კონტიგენტი ისრაელისა და იორდანიის სიახლოვეს მდებარე ნავთობის საბადოებს დაიცავს.
„რატომ უნდა დავტოვოთ ჩვენი ჯარისკაცები ორი დიდი ჯგუფის შუაგულში, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან? მე ასე არ ვფიქრობ. იმისთვის ამირჩიეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნო,“- განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ისრაელმა და იორდანიამ აშშ-ს თხოვეს, მცირე რაოდენობის ჯარი სირიის „სრულიად სხვა მონაკვეთში“ და არა კონფქლიქტის ზონაში დაეტოვებინა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედროების სირიაში დატოვება აშშ-ს „ისრაელისა და იორდანიის ხელისუფლებამ სთხოვა და ისინი სირიის სხვა ნაწილში განლაგდებიან“.
ამასთან ერთად, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ამერიკელი სამხედროები „ორ დაპირისპირებულ ძალებს შორის არ უნდა მოექცნენ“.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter