ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხეს

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გამოკითხა.ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დადასტურეს.
„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter