იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ასვლის ცერემონია გაიმართა

იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო 2000 სტუმრის თანდასწრებით ტახტზე ოფიციალურად ავიდა. ინტრონიზაციის ცერემონია ტოკიოში იმართება.
„ვფიცავ, რომ ხალხის ბედნიერების და მთელ მსოფლიოში მშვიდობის სახელით, ხალხთან ერთად და კონსტიტუციის თანახმად, ვემსახურები იაპონიას”- განაცხადა იმპერატორმა ცერემონიაზე.
ახალმა იმპერატორმა იმედი გამოთქვა, რომ იაპონია კიდევ უფრო განვითარდება და თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და მეგობრობის გამყარებაში.
ფიცის დადების შემდეგ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ იმპერატორს დღეგრძელობა უსურვა და ამით ტახტზე ასვლის ოფიციალური ცერემონიალი დაასრულა.
ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ესპანეთის მეფე, ფილიპე და ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება. იმპერატორი უცხოელ სამეფო ოჯახებს ჩაიზე უმასპინძლებს, პრემიერ-მინისტრი კი ბანკეტს უხელმძღვანელებს. იაპონიის იმპერატორის როლი ძირითადად ცერემონიულია და ფოკუსირებულია მოქალაქეებთან ჩართულობაზე და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter