გიორგი გახარია-გვჯერა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართველებს დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნისას განაცხადა.
„აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას“, – აღნიშნა გახარიამ.
„საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირების და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ ამიტომ და ამის მისაღწევად, საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურის პროექტები, როგორიცაა ბაქო -თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება დღეს საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისთვის,“ – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ერთის მხრივ ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter