პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენს. მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება.
დეპუტატები მას კითხვებს მის ბიოგრაფიასა და წარსულ საქმიანობაზე დაუსვამენ.
მიმდინარე წლის 24 მაისს გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. 2016-2017 წლებში ის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
2017 წლის ივნისში კი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს.
