კლიმატის ცვლილება საშიშ კონდიციამდეა

გერმანიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის GFZ-ის უახლესი კვლევის თანახმად ოკეანეების აორთქლების მასშტაბები საშიშს ზღვარს უახლოვდება.
კვლევამ რადიკალურად გარდაქმნა კლიმატის ცვლილებებზე ხედვაც. მეცნიერები ამბობენ, რომ ოოკეანეების აორთქლება 63 მილიონი წლის წინ დაწყებული პროცესია, როცა გიგანტური მეტეორი დაეცა დედამიწას და ე.წ. პირველყოფილი არსებები (დინოზავრები) გაანადგურა.
თუმცა სულ ეს არაა, აორთქლების პროცესის დაწყებიდან დედამიწის ოკეანეებში იქ არსებული ცოცხალი ორგანიზმების 75% უკვე განადგურებულია.
თუმცა განსაკუთრებული სისწრაფით კლიმატის ცვლილების განვითარება მეოცე საუკუნეში დაფიქსირდა, როცა ჰაერში ცეოს გაფრქვევამ იმატა ინდუსტრიალიზაციის გამო ხოლო ოზონის ხვრელი საგრძნობლად გაფართოვდა.
გარემოსდამცველები კვლავაც გონივრულობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ყველას, რომ კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა არა უბრალოდ მეცნიერული ტერმინი, არამედ რეალური საფრთხეა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter