„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა.
„Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან არის ჩართული. ვან ოორდმა განახორციელა დეტალური საზღვაო-სამშენებლო კვლევები პროექტის დაწყებისას. ასევე, ვან ოორდის ADC– სთან წარმატებული პარტნიორობის მანძილზე, შესრულდა 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამაღმავებელი სამუშაოები, რომლების ფარგლებშიც მოხდა ანაკლიაში ნაპირის დაღრმავება მინუს 11 მეტრამდე და ამოღებული ქვიშის მასის განთავსება სამშენებლო მოედანზე.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიაჩნია რომ ვან ოორდი მნიშვნელოვან ღირებულებას მოუტანს პროექტს თავისი 150 წლიანი გამოცდილებით ისეთ ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებში, როგორებიცაა პალმა ჯუმეირას კუნძულები დუბაიში, მეორე სუეცის არხის მშენებლობა ეგვიპტეში, როტერდამის Maasvlakte 2 პორტის გაფართოების პროექტი და არაერთი სხვა დიდი მასშტაბის პროექტი“-განუცხადეს „კომერსანტს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მთავრობამ კონსორციუმს ჰოლანდიური კომპანიისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა.
16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის კონსორციუმს“ ხელშეკრულება არ შეუწყვიტა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს ბოლო შანსი უნდა იყოს, კონსორციუმს კი ვალდებულებების შესასრულებლად დრო მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს.
თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter