მამუკა ხაზარაძე-„გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გიორგი გახარიასგან

ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება, – ამის შესახებ პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანის ჩაბარების შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ როგორც დავპირდი, როდესაც პარლამენტში განცხადება გავაკეთე ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო მუქარის წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა დღეს. როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ყველა ადამიანმა დღეს საქართველოში უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი, რათა ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter