დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გახდა. ის კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს.
ნარმანიას ამ თანამდებობაზე არჩევა ერთხელ უკვე სცადეს, მაგრამ 1 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა დაადასტურა, რომ სემეკის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ საჭირო გახდა არჩევის წესის ცვლილება.
აქამდე დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. სემეკ-ის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ირინა მილორავას კი უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter