გიორგი გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ ყველაფრისთვის მზად ვარ

ყველაფრისთვის მზად ვარ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი „მუქარის წერილის“ შესახებ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა რამეს პროკურატურისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის ორიგინალის გადაცემა და არის თუ არა პრემიერ-მინისტრი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს.
„არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისეთი სიტუაციაა, ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გახარიამ.
დღეს მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძაძემ პრენსკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენების მისაცემად მზად არის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter