მეს­ტი­ა­ში, სო­ფელ ცხუ­მარ­ში ძმამ ცივი ია­რა­ღით ძმა მოკ­ლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. მკვლელობა წუხელ ღამით მოხდა.
დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
როგორც შსსში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კო¬დექ¬სის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter