თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავი2“-ის 60%-ანი წილი დააყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლების – ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის მოთხვნა დააკმაყოფილა და “რუსთავი2“-ის 60-პროცენტიანი წილი დააყადაღა.
„სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი არის თუ არა ფორმალურად გამართული. მტკიცებულებები, მოთხოვნები და ა.შ. შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღების შესახებ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული ანუ, სარჩელი წარმოებაში მიიღო სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ განხილვაზე ვერ გვეტყვიან უარს. იქნება განხილვა. სასამართლო მოისმენს ჩვენს და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებს.
მეორე ამბავი, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ სარჩელშივე გვქონდა დაყენებული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ რადგანაც ვდავობთ 60 % წილზე, ამ 60 % წილს ყადაღა დადებოდა, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშს ეს გაეყიდა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა და „რუსთავი 2“-ის 60 % წილს ყადაღა დაედო. ჩვენ დღეს ჩავიბარებთ სასამართლოს ამ განჩინებას და შემდეგ საჯარო რეესტრში წავიღებთ და უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება ყადაღა „რუსთავის 2“-ის 60 %-იან წილზე“, – განაცხადა კოჟორიძემ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter