ბაქოში აქცია ძალით დაშალეს

ბაქოში, პოლიციამ ქალების უფლებების შეზღუდვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამართული მიტინგი დაშალა. დემონსტრანტებმა, ქვეყნის მთავრობასთან შეუთანხმებლად მიტინგი გამართეს. აღნიშნული პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. რის გამოც რამდენმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ აქცია უკანონოოა და დემონსტრანტებს ადგილის დატოვება შესვაზეს, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ. შემდეგ კი ძალის გამოყენებით ადგილის დატოვება აიძულეს.
ათობით დემონსტრანტის ძირითადი მოთხოვნა კანონმდებლობის შემუშავება იყო სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, რაც, მათი აზრით, ქალების მკვლელობებს შეამცირებს და პატრიარქალურ სტერეოტიპებს მოსპობს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter