გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა, სასწრაფო დახმარებას ოთხი ადამიანმა მიმართა, საიდანაც სამის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან ერთ-ერთი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, ორი კი მერვე საავადმყოფოში. დაშავებულთაგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გურამიშვილის გამზირზე კორპუსში აფეთქების შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
როგორც თბილისი ენერჯის განცხადებაშია აღნიშნული ომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა, ერთადერთი ზარი, რომელიც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა, დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ ფიქსირდება, – ამის შესახებ აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
მათივე ინფორმაციით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები პარალელურად იკვლევენ აფეთქების გამომწვევ მიზეზებს.
„ასევე მომხდარი ფაქტის გარშემო სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება ხდება.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადამოწმდა კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ყველა შეტყობინება.
გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. ერთადერთი ზარი, რომელიც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა, დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ ფიქსირდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter