ქუთაისის მერია “ტორპედოს” ყიდის

ქუთაისის მერია საფეხბურთო კლუბ “ტორპედოსთვის” ინვესტორს ეძებს. ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, “ტორპედოს” შესყიდვით უცხოელი ინვესტორების მსგავსად ქართველი ბიზნესმენებიც არიან დაინტერესებული.

“აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან. ველოდებით უკვე რამდენიმე დღეში პასუხს. კონკრეტულად ვერ განვაცხადებთ, რადგან არ გამოვიდეს შემდეგ ისე, რომ თქვეს და არ გაკეთდაო. დაინტერესებულნი არიან, როგორც ქართველი ისე, უცხოელი ინვესტორები”,- ამბობს გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი “ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემებია.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა. ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც ქუთაისის “ტორპედო” 2017 წელს 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter