ახალი მოლი და კინოთეატრი თბილისში

საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე ახალი სავაჭრო ცენტრი „სითი მოლ საბურთალო“ გაიხსნა. მოლის ადმინისტრაციის თანახმად დღეიდან მოლის 15%-ია ფასდაკლება ამოქემდებული. მათ შორის გლობალური ბრენდების მაღაზიებით „ზარა“, „მანგო“, „ზიპი“, „ბერშკა“, „სტრადივარიუსი“, „მასიმო დუტი“ და ა.შ.
26 ოქტომბერს დაგეგმილია ოფიციალური და გრანდიოზული გახსნა, როგორც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ამბობს, 16 ოქტომბრისთვის გაიხსნება მოლის 80%. მათ შორის ისეთი ბრენდები, რაც თბილისში მხოლოდ ამ მოლში იქნება ხელმისაწვდომი – Cortefiel, Versace Jeans, Emporio Armani და ა.შ.

31 ოქტომბერს კი კვებისა და სავაჭრო ობიექტებს შეემატება კინოთეატრიც. კავეას ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ საბურთალოს მოლში ამოქმედდება ScreenX სისტემის კინოთეატრი, რაც უნიკალურია კავკასიის ბაზრისთვის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter