გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობიდან უნდა გაიწვიოს

შალვა თადუმაძეს პოლიტიკური ღირსება რომ ჰქონდეს, ამდენი სკანდალის შემდეგ, თავის კანდიდატურას გაიწვევდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხს გამოეხმაურა.
„ძვირი ფასი დაუჯდებათ, თუ ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას ჩაიდენენ. გამოძიებისთვის სრული საფუძველი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ სახის ფიგურისგან, როგორც მოსამართლისგან. შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს, რადგან როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი, პოლიტიკური ღირსება უნდა გეყოს და თქვა, რომ არ იქნები კანდიდატი. როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა საუბარი, რეპუტაცია უნდა გქონდეს”, – აცხადებს ბოკერია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter