ავღანეთში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, მეჩეთზე მომხდარ თავდასხმას 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათობით კი დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია, სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.
მეჩეთს “რაკეტა” იმ დროს ესროლეს, როდესაც იქ პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა.
აფეთქების დროს მეჩეთის სახურავი ჩამოინგრა.
ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter