ანა დოლიძე სახალხო კამპანიას – “დაიცავი შენი შვილი“, იწყებს

ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად იწყებს სახალხო კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“.
ანა დოლიძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს საჯარო დისკუსია აღნიშნული პრობლემის დასაძლევად. „შევიკრიბეთ ადამიანები და ორგანიზაციები, ვისაც ძალიან გვადარდებს და ვისაც, ბევრი რამ გაუკეთებია ამ თემასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას და ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, რომ შეგვიერთდეს. პირველ რიგში, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს – ჯანდაცვის კომიტეტს, განათლების კომიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოაწყოს საერთო სპეციალური სხდომა, მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, აპირებს თუ არა ის საერთოდ რამე ნაბიჯები გადადგას აზარტულ თამაშებთან საბრძოლველად”, – განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter