მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. მუქარის წერილის დედანის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით,სახალხო დამცველთან მიდის კონსულტაციები

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. მუქარის წერილის დედანის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დაზღვევის მექანიზმზე სახალხო დამცველთან მიდის კონსულტაციები.
მამუკა ხაზარაძემ მედიას სთხოვა, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, რადგან ქვეყანაში ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
„ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ამაში სახალხო დამცველი ჩავრთოთ. ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენი იურისტები სქემას მოიფიქრებენ. პირველ რიგში, მედიას მინდა ვთხოვო, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რათა პროცესი გამჭვირვალე იყოს. არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ იმ აბსურდული ბრალდების მიმართულებით, რომელსაც ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში გვიყენებენ. ამ ქვეყანაში ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, ნათელი და ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ყველა ექსპერტული დასკვნა უკვე თბილისშია. დიდი დრო დასჭირდა იმის გამო, იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ურთულესი ექსპერტიზა ჩატარდა. ეს ყველაფერი გადაეცემა პროკურატურას, დღეს, საათსა და ადგილს ჩვენი ადვოკატები მოგახსენებენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter