მკვლელი ტბის წყალში კიბოს წამალს ეძებენ

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ტბიდან „ბერკლი პიტიდან“ პირველად ისტორიაში, წყალი ამოიღეს და გაფილტრვისთვის გაამწესეს. ექსპერიმენტმა გაამართლა. რაც იმას ნიშნავს, რომ „მკვლელი ტბის“ ყველაზე ტოქსიკური წყლის გამოყენება (ასევე გაწმენდა) შესაძლებელია.

ბერკლი პიტის ტბა სინამდვილეში არ არის ბუნებრივი ტბა. ესაა ყოფილი სპილენძის საბადოს ღია კარიერი. მდებარეობს, ბიუტეში და მოიცავს 30 მილიარდ გალონ ტოქსიკურ წყალს, რომელიც მძიმე ლითონებისა და შხამქიმიკატების ნარევითაა გაჯერებული. წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით დამაბინძურებლებს, შხამებს, ტოქსიკურ ნარჩენებს, მათ შორის: სპილენძი, კადმიუმი, დარიშხანი, ალუმინი, რკინა, მანგანუმი, თუთია, და ა.შ.
მუშაობა და საბადოდან მოპოვება ამ ლოკაციაზე დაიწყო 1955 წელს Atlantic Richfield Company-მ (უდიდესი ნავთობკომპანია ა.შ.შ-ში). 1982 წელს კარიერი დაიხურა, სანიაღვრე ტუმბოების ამოღებისას ხვრელები დარჩა, დაბინძურებულ ადგილას კი ნელნელა წყალმა იწყო დაგროვება. 1982 წლიდან, წყლის დონე გაიზარდა 70 მეტრამდე და მასამ ტბის ფორმა, მოგვიანებით კი სახელი და სტატუსიც მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ტბის ნივთიერებები ძალზე შხამიანია, ცოტა ხნის წინ, ტბის ფსკერზე იპოვეს ახალი ჯიშის წყალმცენარეები და მიკროორგანიზმები, რომელიც ყალიბდებოდა ბრძოლაში გადარჩენისას. ეს ადაპტირება იმდენად წარმატებული გამოდგა აგრესიულ გარემოში, რომ მეცნიერები კიბოს დამარცხების ალბათობაზე დაფიქრდნენ.
მეცნიერებს გაუჩდათ რამდენიმე ჰიპოთეზა. ერთი, რომ ამ წყლის გადარჩენა და გაწმენდა შესაძლებელია. და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ამ მიკროორგანიზმების არსებობამ შესაძლოა ადამიანი კიბოს დამარცხებამდე მიიყვანოს. სიმსივნე მეტალური უჯრედების ერთობრლიობაა. ბერკლი პიტის მასაში კი ყველაზე მეტი მეტალია შერეული წყალში და ამ პირობებშიც იქ ცოცხალი ორგანიზმების გაჩენა შესაძლოა იყოს გზა მეტალური უჯრედის, ანუ სიმსივნური წარმონაქმნის დამარცხებისა – ასკვნიან მეცნიერები. აქამდე მსგავსი რამ, ბუნებაში არავის აღმოუჩენია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter