ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა

17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. დამსაქმებლის, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანახმად, დაღუპულია 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი.
გაგა ბოჭორიშვილის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს შორის საკმარისი მანძილი არ იყო.
ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია და ის დილით განხლდება. ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter