შალვა თადუმაძე: პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ,პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა.
მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-ნახევარია ავრცელებენ ერთსა და იმავე განცხადებას, თუმცა მათ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ მისი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით.
“ამას აკეთებენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი მომდევნო წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter