თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ-შალვა თადუმაძე

თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
შალვა თადუმაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმართა შეწყალებას.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter