ბიუჯეტი 2020-ის განხილვა დღეს სრულდება

დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და ამით დასრულდება 4 ოქტომბერის დაწყებული პროცესი.
ბიუჯეტის კანონპროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მხარდაჭერას ოპოზიცია არ გეგმავს. მათი შეფასებებით პროექტს წინასაარჩევნო კამპანიის კონტენტი აქვს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter