საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს

შატილში სკოლა-პანსიონის დაწვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.
პრემიერის განცხადებით,„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს“.
სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter