სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების აუცილებელი გარემოება არ არსებობს.
მათივე განმარტებით, საფრთხეების შეფასება, რის საფუძველზეც დასაცავი პირისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის ან შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება, პერიოდულად ხდება და უშუალოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში საკითხი დეკემბრამდე კიდევ გადაიხედება.
თავად მარგველაშვილი კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ერთერში ის ერთადერთი მოთხოვნა გაიხსენა, რაც მას „ქართულ ოცნებასთან“ პრეზიდენტობამდე ჰქონდა.
მისი თქმით, მას არ სურდა პრეზიდენტობის დროს დაცვა ჰყოლოდა.
„როდესაც საუბარი იყო ჩემს პრეზიდენტობაზე ერთადერთი პირადი მოთხოვნა მქონდა, მე ვიქნები ვიყრი კენჭს, ოღონდ როდესაც ვიქინები პრეზიდენტი ერთადერთი დაცვა არ მინდა მყავდეს, ეს იყო ერთდადერთი მოთხოვნა რაც მქონდა „ქართული ოცნების“ შიგნით. მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ჩემმა ცხოვრებამ ამ დაახლოებით 30-მდე კაცს, დამაკავშირა. მადლობელი ვარ მათი სამსახური“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter