დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი 2“60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასმართლოს მიმართეს

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ადვოკატთან კახა კოჟორიძესთან ერთად, დღეს პრესკოფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანეს.
როგორც დავით დვალმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2004 წელს ხელისუფლების უხეში ჩარევით წილი წაართვეს.
„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ 2004 წელს ჩვენ ვთვლით სრულიად უკანონოდ და ხელისუფლების უხეში ჩარევით წაგვართვეს ჩვენი წილი, სადაც დამფუძნებლები ვიყავით. ჩვენ, ჩვენი წილის უკან დაბრუნებას ვითხოვთ. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ დავას“, – განაცხადა დვალმა.
ცნობისთვის, დვალი-აქიმიძე „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაყადაღებას ითხოვენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, საქმეში მთავარი მოპასუხე, „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter