ანაკლიას კიდევ დრო მისცეს

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონსორციუმს საქმის კეთებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით:
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია. 2017 წლიდან მოყოლებული 6-ჯერ მოხდა ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter