„ზებუნებრივის“ მეთხუტმეტე, საბოლო სეზონის ყურება უკვე შესაძლებელია ტელეკომპანია СW-ზე. ფენტეზის ჟანრში ყველაზე დიდი სერიალი დასასრულს უახლოვდება.
სერიალის მთავარი პერსონაჟები მონსტრებზე მონადირე ძმები სემი და დინ ვინჩესტერები არიან, რომელთა როლსაც ჯარედ პადალეკი და ჯენსენ ეკლსი თამაშობენ. მთავარი გმირები აშშ-ში Chevrolet Impala-თი მოგზაურობენ, კლასიკურ როკს უსმენენ და ებრძვიან მაქციებს, ვამპირებს, და სხვა ისეთ გმირებს, რომელთა არსებობის შესახებაც რიგითმა ამერიკელებმა არც კი იციან.
ფინალური სეზონი 20 ეპიზოდისგან შედგება.