კატალონიაში ბოლო 24 საათში არეულობების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა

კატალონიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა ათასობით ადამიანმა მასშტაბური აქციები გამართა. მოსახლეობა ორი დღეა ქუჩაშია გამოსული. აქტივისტებმა მთავრობის შენობების შტურმიც სცადეს, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. სამართლდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტებმა ქუჩებში ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა საგნებს.
დემონსტრაციების დროს აქტივისტებმა სამართალდამცავი ორგანოს ოთხი ავტომობილი მწყობრიდან გამოიყვანეს. არეულობის დროს პოლიციამ 51 ადამიანი დააკავა. მათგან 29 ბარსელონაში. ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ სარკინიგზო კომპანიები იძულებულები გახდნენ, დაზიანებების გამო ბარსელონასა და ფიგერასს შორის დაგეგმილი რეისები გადაედოთ.
დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პედრო სანჩესი ძირითადი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
შეგახსენებთ, კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ ცხრა სეპარატისტი ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter