კახა კალაძე-ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას მიესალმება.
“ყოველთვის ვცდილობდი ჯანსაღი ოპონირება მქონოდა მასთან. ვიფიქრე, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს, ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ხაზარაძე დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები,” – ამბობს კალაძე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter