„ანაკლიის კონსორციუმი“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მიესალმება

რა თქმა უნდა, ხელშეკრულების არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ხელშეკრულების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია და ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ, ჩვენი პოზიცია და ზოგადად, კომპანიისა და პროექტის სტატუსი გუშინ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ კონკრეტული დაბრკოლებებია პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი და გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, თვითონ არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter