კარლ ჰარცელი – ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობასა და მზაობას ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად

ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
“რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ცალსახად ეს არის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომ ეს არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვაყურს. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ცხადი უნდობლობა არსებობს ზოგიერთ პარტნიორს შორის, რომელიც მოცემულ მომენტში პროცესში ჩართულია. ჩვენ ვხედავთ, რომ დისკუსიები მიმდინარეობს მედიაშიც და სხვაგანაც. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მხარე ერთიანდება, რათა აღნიშნული პროექტი ხორცშესხმული იხილონ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter