სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მინიმუმამდე დაიყვანა უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები“

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მინიმუმამდე დაიყვანა უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები“, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილი საუბრობს.
„ჩვენი ქვეყანა არის აქტიური წევრი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციისა, სადაც წარმოდგენილი არიან გიგანტი სახელმწიფოები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვიან ტერორიზმს. მათ შორის არის ჩვენი ქვეყანაც, სადაც წარმოდგენილია ჩვენი სამსახურის სახით.
მისი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვისაც საყურადღებოა. „კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ისლამური სახელმწიფო. მოგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო წავიდა დასუსტებისკენ, დაკარგა ბევრი მებრძოლი და აქტიური ღონისძიებებიდან გადავიდა შეფარულ მოქმედებებზე, რაც გამოიხატება წერტილოვანი ტერაქტების მოწყობაში. თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ წინა დღეებში განვითარებული მოვლენები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე სადაც მნიშვნელოვანი დისონანსის შეტანა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობის წარმატებით წარმართვაში და წარმოიშვა გარკვეულწილად რისკები იმისა, რომ დაკავების ადგილებიდან და ლტოლვილთა ბანაკებიდან შესაძლებელია თავისუფალ სივრცეში მოხვდნენ ძველი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები, რაც თავისთავად ქმნის ახალ რეალობას და ახალ გამოწვევას, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხითაც, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თუმცა მცირე ნაწილი მონაწილეობას იღებდა მიმდინარე ღონისძიებებში სირიის ტერიტორიაზე და ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ კოალიციას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართლდებით. ასევე, შესაძლებლობებს არ კარგავენ ტერორისტული ორგანიზაციები „თალიბანი“ და „ალ ქაიდა“. მეტიც, ბოლო პერიოდში ავღანეთში შეინიშნება „თალიბანის“ პოზიციების გაძლიერება, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობას და უპირველეს ყოვლისა ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგხსენებთ დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას იხილავს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter