საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარი 3:2 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში ბოლოსწინა, მეშვიდე მატჩი ჩაატარა. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა ძალიან გაუჭირდა.
7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 8 ქულით ჯგუფის მე-4 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართველი ფეხბურთელები 15 ნოემბერს სტუმრად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter