მაია ცქიტიშვილი-ანაკლიის კონსორციუმს წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სრული უფლება, ხელშეკრულება დღესვე მოვშალოთ, ჩვენ მივცემთ კონსორციუმს იმის საშუალებს, რომ ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე 400-მილიონიანი სესხი”, — თქვა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმმა ვალდებულება არათუ ნაწილობრივადაც არ შესრულდა, არამედ, დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა.
ამ პროექტს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გარდა არაფერი ჰქონია. კონსორციუმი აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამო ვერ ხერხდება, თუმცა ეს არის მოგონილი მიზეზი, რომლითაც ისინი წარუმატებლობას ხსნიან. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ გადავადება 2017 წლის აგვისტოდან ხდება, გამოძიების შესახებ კი ჩვენ მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისში გავიგეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter