მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილმა მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო

მამუკა ხაზარაძემ ნიკა გვარამიას მთავარი არხის ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა 2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვლთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მასდ განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში.
“მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ “იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე… რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ “იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო…ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო.”
მამუკა ხაზარაძის თქმით, “საქართველო მიექანება არა დასავლეთისკენ, არამედ, ჩრდილოეთისკენ”, მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდი და საზოგადოება მოატყუა, როდესაც მოგვიანებით თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter