გლდანში, მეტროს სადგურ “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის მოზარდი დაჭრეს

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter