ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 26-დან 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე მე-3 წრეში გასვლისთვის 90 სარეიტინგო ქულით დაჯილდოვდა და ATP-ის რეიტინგშიც დაწინაურდა.
ნიკოლოზი ჩინეთის ღია ჩემპიონატზე ტიტულის ვერდაცვის გამო მე-17-დან 26-ე პოზიციამდე დაქვეითდა, თუმცა ახლა 2 პოზიციით წინ წაიწია და მსოფლიოს 24-ე ჩოგანი გახლავთ. შარშან, ამავე დროს, ნიკოლოზი მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახლდათ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter